
მოსკოვის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსული სატვირთო გემი, რომელიც უკრაინის მტკიცებით, სირიისკენ [ბაშარ ალ-ასადის გაქცევის შემდეგ] რუსული სამხედრო ბაზიდან პერსონალის და ტექნიკის ევაკუაციის მიზნით მიემართებოდა, ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირა.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გემი ესპანეთის ქალაქ აგილესსა და ალჟირის ქალაქ ორანს შორის საერთაშორისო წყლებში ჩაიძირა. ეკიპაჟის ორი წევრი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ჩაძირვამდე გემზე აფეთქება მოხდა.
ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის მონაცემების მიხედვით, გემი 11 დეკემბერს გაემგზავრა სანკტ-პეტერბურგის რუსული პორტიდან. უკანასკნელი სიგნალი ალჟირსა და ესპანეთს შორის 23 დეკემბერს, 22:04 საათზე დაფიქსირდა, რომლის მიხედვითაც, სანკტ-პეტერბურგის შემდეგ გემი რუსულ პორტ ვლადივოსტოკში უნდა გაჩერებულიყო და არა სირიის პორტ ტარტუსში. გემის ოპერატორი და მფლობელი კომპანია SK-Yug-ია, რომელიც საზღვაო და ლოგისტიკური კომპანია Oboronlogistics-ის შემადგენლობაშია
0
0
ანდრეი ერმაკს საპატიმრო გირაო შეეფარდა
14/05/2026