
გუშინ, რუსთავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.
დაშავებულს ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში აღენიშნებოდა და ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"24 წლის მამაკაცი შემოვიდა კლინიკაში დაზიანებით ერთი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ჰქონდა გულ-მკერდის წინა ნახევარზე. განვითარდა სისხლდენა არსებული ჭრილობიდან, მოხდა რევიზია, დადგინმდა დაზიანების მიზეზი და მოხდა მისი გადარჩენა. აპარატიდან მოხსნიალია, მიმდინარეობს სისხლის გადასხმა და სხვა რეანიმაციული ღონისძიებები. ჯერჯერობით კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მაგრამ მისი მდგომარეობა სტაბილურია",- ამბობენ ექიმები.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება გვიან ღამით დაიწყო. ახალგაზრდები საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სვამდნენ.
"ძალიან გვაინი იყო დაახლოებით პირველის ნახევარი, როცა პოლიციის თანამშრომლები შემოვიდნენ ეზოში და მაშინ გავიგე. აქ მწვადს წვავდნენ ბაღია აქ, შეწვეს და მერე გავიდნენ ეზოდან. ახალგაზრდა ბიჭს არ ვიცნობდი, როგორც გავიგე, სტუმარი იყო, ჩვენი ეზოსთვის უცხო იყო ეს პიროვნება",- ამბობს ადგილობრივი.
შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
საგამოძიებო უწყება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას 35 წლის მამაკაცს ედავება, რომელიც ამ დროისთვის დაკავებულია.
0
0