-share.jpg)
ამ წუთებში, რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დასახვედრად მისი მეგობრები, ჟურნალისტები, ადვoკატები და გულშემატკივრები იკრიბებიან.
ნიკა გვარამია ციხეს გარკვეული იურიდიული პროცედურების გავლის შემდეგ დატოვებს. პროცედურა კი ასეთია – პრეზიდენტის ხელმოწერილი დოკუმენტი ჯერ სასჯელაღსრულების დაწესებულებას გადაეგზავნება, უწყება თავის დოკუმენტაციას მოამზადებს, შეატყობინებენ პატიმარს და ამის შემდეგ ის ციხეს დატოვებს.
ციხესთან უკვე იმყოფებიან ადვოკატები და ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის წევრები – “დრო დასჭირდება წიგნების შესაგროვებლად” – ამბობს დიტო საძაგლიშვილი
შეკრებილები დადებითად აფასებენ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, გვარამიას შეწყალების შესახებ. გვარამიას გამოსვლამდე რამდენიმე წუთი რჩება.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია დღეს შეიწყალა.
0
0