04/12/2024
22:31
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე ყოველდღე ვინც იბრძვით, უნდა გესმოდეთ, რომ ყველა პოლიტიკოსი რომ დაგვიჭირონ და ციხეში ჩაგვსვან, ბრძოლა უნდა გააგრძელოთ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ბრძოლა გრძელდება, არავინ გაჩერებას არ აპირებს.
„მთავარია, რომ ბრძოლა გრძელდება. ახლა მიდის გადატეხაზე ბრძოლა, ვინ საით გადატყდება. არავინ გაჩერებას არ აპირებს. გაჩერებას არ აპირებენ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღე რუსთაველის გამზირზე არიან და იბრძვიან. მთავარი, რაც უნდა გესმოდეთ ყველას, ვინც ახლა მე მისმენს და მიყურებს, რომ ყველა პოლიტიკოსი რომ დაგვიჭირონ, ციხეში ყველა რომ ჩაგვსვან, ბრძოლა უნდა გააგრძელოთ. ეს არის მთავარი. საბოლოო ჯამში, ამ ბრძოლას მოიგებთ თქვენ, მოიგებენ ის ადამიანები, რომლებიც რუსთაველზე ყოველ ღამეს იბრძვიან. გავიმეორებ, ყველა რომ დაგვიჭირონ, ბრძოლა უნდა გააგრძელოთ, გააგრძელოთ ნებისმიერ შემთხვევაში, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
0
0