
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 6 პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, აქციის ექვსივე მონაწილე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო. პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დააკავა.
მანამდე, აქციის მონაწილეებს პოლიცია მოუწოდებდა, რომ ტროტუარზე გადასულიყვნენ და საავტომობილო მოძრაობა არ შეეზღუდათ.
ამასთან, პარლამენტის შენობის ეზოში ერთ-ერთმა პირმა პიროტექნიკა ისროლა.
შენობის კიბეებთან რამდენიმე ახალგაზრდა იყო შეკრებილი.
მათი ნაწილი, საკანონმდებლო ორგანოსთან ლითონის კონსტრუქციას, პროტესტის ნიშნად, ქვებს ურტყამდა.


0
0
ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
19/12/2025
ჩხოროწყუში ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა
19/12/2025