20/05/2023
20:53
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია სახელწოდებით „არა რუსეთს“ მიმდინარეობს.
აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, მათი ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები.
„ილუზია რომ რაღაცას ვიზამთ და შემდეგ ხელისუფლება უარს იტყვის რაღაც ქმედებაზე, ეს მცდარია. ამიტომ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ პირველ ხარისხოვანის და მეორე ხარისხოვანის ერთმანეთისგან გარჩევა. მთავარი მიზეზი და პრობლემა არის რეჟიმი და არა ის, რომ რაღაცაზე უარს იტყვიან ისინი. არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში, მათ შორის ქალბატონი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა, რომ თურმე ქორწილი არ იქნება და კმაყოფილები უნდა ვიყოთ. არა! მიზეზს უნდა ვებრძოლოთ ჩვენ და მუხტი უნდა აიწიოს“, - აღნიშნა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ აქციაზე.
ცნობისთვის, „ყვარლის ტბასთან“ 20 მაისის 11:00 საათიდან აქცია მიმდინარეობდა. კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები იყვნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.
ისინი 19 მაისს გავრცელებულ ინფორმაციას აპროტესტებდნენ, რომლის თანახმადაც, სასტუმროში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილის მაზლის, მიკა ვინოკუროვის საქორწილო წვეულება იგეგმებოდა.
0
0