19/05/2022
15:32
პოლიტიკა
“ნაციონალები „ფირმის“ სინდრომით არიან დაავადებული და ჰქონიათ, რომ თუ ფონ კრამონი და იან კელი რაღაცას გვეტყვის, თვით დასავლეთი ღაღადებს ჭეშმარიტებას. ეს ასე არ არის. იან კელი იყო ჩვენთან ელჩი და მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ძალიან არ უყვარდა მას საქართველო“ – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„მე მიფიქრია ხანდახან იმაზეც, განსაკუთრებით, როდესაც იუსტიციის სამინისტროში 8 წელი უმძიმესი რეფორმები მიგვყავდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სხვა ძალოვან უწყებებთან ერთად იმისთვის, რომ ჩვენი შვილებისთვის უვიზო რეჟიმი მოგვეპოვებინა, რომ ასოცირების შეთანხმებაზე ამჟამინდელ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს ხელმოწერა დაესვა, ამ პროცესებში ყოველთვის მიფიქრია, რომ თუკი უსამართლოდ უცხოელების რომელიმე პატარა ჯგუფი რამეს გაგვიბედავდა, ამაში ჩვენც ვართ დამნაშავე, იმიტომ, რომ 2021-22 წლამდე არ გავბედეთ მათთვის გვეთქვა, რომ აქ დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ჩვენ ამ სახელმწიფოებრიობაში ათადან და ბაბადან დღემდე სისხლი ჩავღვარეთ, დაწყებული პატარა გოგოებიდან დამთავრებული დიდი კაცებით და თუ შეიძლება ცოტა დამშვიდდით, იმიტომ, რომ თქვენ ელაპარაკებით სუვერენულ სახელმწიფოს. უცხოელების ეს პატარა ჯგუფი, რაღაცას ეტყვი, ცოტას დამშვიდდებიან და აღარ კადრულობენ უკადრებელს, სულ 10-11 კაცია, ესენი არიან მეგობრები, მერე გამოვა მაგალითად ქალბატონი ფოტიგა, ამ ჯგუფში მოვიაზრებ მე მას და როცა რამეს უსაყვედურებ, იტყვის, არა, მე მიყვარს საქართველო. გააჩნია, საქართველოში ვინ რას გულისხმობს, ასე რუსიც გულისხმობდა საქართველოში ხაჭაპურს, მაგრამ საქართველო მხოლოდ ხაჭაპური, ლამაზი სვანეთი და კოშკები არ არის, საქართველო არის ერი პირველ რიგში, რომელსაც პატივი უნდა სცე“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ჩვენ ნამდვილი მეგობრები გვყავს, მათი სია გრძელია, მაგრამ ისინი არ ჩანან ქართულ მედიაში, იმიტომ, რომ ისინი ელაპარაკებიან მთავრობას და არც ერთი მათგანი არ იკადრებს, რომელიმე ქართველ დეპუტატს თითი დაუქნიოს და ამით მიაყენოს ქართველ ერს შეურაცხყოფა.
„რაც არ უნდა მკაცრად ჟღერდეს ჩემი ეს შეფასებები, ეს შეფასებები არის ის, რაც ვფიქრობ, სათქმელია. მე გუშინ არ დამიწყია მინისტრის პოზიციაზე მუშაობა, 10 წელი შესრულდება, რაც განუწყვეტლად ეს თანამდებობა მიკავია, ძალიან ბევრი ფაქტი და შეხვედრა მახსოვს, როცა უცხოელი შეურაცხყოფდა იუსტიციის მინისტრს, მთავრობას და ეუბნებოდა, შენ არ იცი, მე ვიცი. გაიხსენეთ, როდესაც იგივე ქალბატონი ფონ კრამონი, ნაციონალების მეგობრობს გამო, მას დარწმუნებული ვარ, საქართველო და ქართველი ხალხი დიდად არ აღელვებს, იმიტომ, რომ თავის მეგობრებს გარედან მხარი დაუჭიროს, მზად არის, დამოუკიდებელი საქართველოს დეპუტატს, მთავრობას, მიაყენოს ღია შეურაცხყოფა. ეს არ არის ბრალდება, ეს ფაქტია. ჩვენ ეს ერთად უნდა აღვკვეთოთ და შევაჩეროთ, იმიტომ, რომ აქ არის დამოუკიდებელი საქართველო და ვემუშაოთ იმ ნამდვილ მეგობრებს და პარტნიორებს, რასაც „ქართული ოცნება“ მისი ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან აკეთებს, ვინც შეიძლება გვარებით და სახელებით საქართველოში არც არის ცნობილი, მაგრამ რამდენი ჩეხი, ბულგარელი, რუმინელი, პოლონელი, პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი, ყველა რანგის მახსოვს, რომ ჩვენს საქმეს, იმისთვის, რომ უვიზო რეჟიმი მიგვეღო, ჩვენს მაგივრად საუბრობდნენ, იცავდნენ, რამდენი ფრანგი, გერმანელი მინისტრები ამბობდნენ, ამას თუ გააკეთებთ, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, დაწყებული საფრანგეთის შინაგან საქმეთა ყველა მინისტრიდან, დასრულებული ბატონი შტაინმაიერით, რომელიც მაშინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. შესაბამისად, ჩვენ ნამდვილი მეგობრები გვყავს, მათი სია გრძელია, მაგრამ ისინი არ ჩანან ქართულ მედიაში, იმიტომ, რომ ისინი ელაპარაკებიან მთავრობას და არც ერთი მათგანი არ იკადრებს, რომ რომელიმე ქართველ დეპუტატს თითი დაუქნიოს და ამით მიაყენოს ქართველ ერს შეურაცხყოფა. უცხოელების ეს პატარა ჯგუფი ყველაზე აქტიურია. ისინი არიან უცხოელი ნაცები. ნაციონალები „ფირმის“ სინდრომით არიან დაავადებული და ჰქონიათ, რომ თუ ფონ კრამონი და იან კელი რაღაცას გვეტყვის, თვით დასავლეთი ღაღადებს ჭეშმარიტებას. ეს ასე არ არის. იან კელი იყო ჩვენთან ელჩი და მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ძალიან არ უყვარდა მას საქართველო“- განაცხადა თეა წულუკიანმა.
0
0