
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ უახლესი დაზვერვის ანგარიში გამოაქვეყნა.
დაზვერვის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსი სამხედროები განადგურებულ მძიმე ჯავშანტექნიკას 60 წლისწინანდელი T-62-ის ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკებით ანაცვლებენ.
ასევე არსებობს "რეალური ალბათობა", რომ სხვა დანაყოფები, წინა დანაკარგების ასანაზღაურებლად, T-62-ის ტიპის საბრძოლო ტანკებით ხელახლა აღიჭურვონ.
„2022 წლის ზაფხულის შემდეგ, საცავიდან აღებულია T-62-ის ტიპის დაახლოებით 800 ტანკი, ზოგიერთი ქვედანაყოფი კი განახლებული სათვალთვალო სისტემებით არის უზრუნველყოფილი, რაც, დიდი ალბათობით, ღამით გაზრდის მათ ეფექტურობას.
თუმცა, ვინტაჟური ავტომობილის ვერცერთი აღნიშნული ტიპი თანამედროვე ბრძოლის ველზე ვერ უზრუნველყოფს სამხედროების თავდაცვას, რომლებიც ასევე თანამედროვე დინამიკური ჯავშნის გარეშე იბრძვიან“, - ნათქვამია ანგარიშში.
0
0
26 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
24/12/2025