03/12/2023
10:13
მსოფლიო
უკრაინაში მებრძოლი რუსი ჯარისკაცების ცოლები კრემლს მანიფესტით მიმართავენ. ისინი მოითხოვენ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა და თავდაცვის მინისტრმა მათი ქმრები და ბავშვების მამები სახლებში დააბრუნოს.
„ისინი არა პროფესიონალი ჯარისკაცები, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, რომლებიც 2022 წლის სექტემბერში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებოდნენ“, - აცხადებენ მანიფესტის ავტორები.
ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
სოციალურ ქსელებში მოძრაობას 20 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. თუმცა, უმრავლესობა ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს, მხოლოდ რამდენიმე ბედავს საკუთარი პოზიციის საჯაროდ დემონსტრირებას.
„ჩვენ მშვიდობიანი ქალები ვართ და მხოლოდ სამართლიანობას ვითხოვთ. უბრალოდ გვინდა, რომ ჩვენი ქმრები, ჩვენი შვილების მამები ისევ ჩვენთან იყვნენ“, - ამბობენ ისინი.
„პოლიციაც აშკარად თავს არიდებს ესკალაციას. ქალთა ასოციაცია სულ უფრო ძლიერდება და შესაძლოა პრობლემად იქცეს კრემლისთვის“, - ამბობს ერთ-ერთი ექსპერტი.
გერმანული მედია აღნიშნავს, რომ “ეს პროტესტი წინასაარჩევნოდ შეიძლება საშიში იყოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის, რომელსაც ჯარისკაცების ცოლების მოთხოვნაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია”.
0
0