25/01/2023
01:12
პოლიტიკა
„რუსეთთან ფრენების აღდგენა, სანქციების პოლიტიკის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს“, - ამის შესახებ „პალიტრის“ ეთერში დიპლომატმა და რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ საქართველოს ტერიტორიაზე რუსული თვითმფრინავები დაეშვება, ან უნდა დავაპატიმროთ და გადავცეთ მფლობელს, ან სერიოზული პრობლემა შეგვექმნება.
„რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით გამოვყოფდი 3 პრობლემას. პირველი, რუსული კომპანიები სანქცირებული არიან ევროკავშირის მხრიდან, შესაბამისად, რუსეთთან ფრენების აღდგენა სანქციების პოლიტიკის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს.
თუ ჩვენ ტერიტორიაზე, რუსული თვითმფრინავები მოგვევლინა, რომლებიც სანქციების ქვეშ არიან, ან უნდა დავაპატიმროთ და გადავცეთ მფლობელს, ან სერიოზული პრობლემა შეგვექმნება, რომელიც აისახება შემდგომში ჩვენ ავიაკომპანიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში.
მეორე საკითხია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, ამაშიც ეს ხელს ვერ შეგვიწყობს და მესამე არის უსაფრთხოების საკითხი“, - აღნიშნა ჩეჩელაშვილმა.
ცნობისთვის, 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება.
0
0