
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, ის რუსეთთან დაკავშირებით „მნიშვნელოვან განცხადებას“ გააკეთებს.
NBC News-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა.
„რუსეთით იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში. ვფიქრობ, ორშაბათს რუსეთთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გავაკეთებ,’’ - თქვა ტრამპმა.
პრეზიდენტმა განცხადების შინაარსის დეტალები არ დააკონკრეტა.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ვლადიმერ პუტინის მიმართ მზარდ იმედგაცრუებას გამოხატავს. მისი თქმით, ის განიხილავს სენატის კანონპროექტის მხარდაჭერას, რომლითაც რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესდება, მათ შორის 500%-იანი ტარიფები დაუწესდება იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ნავთობს, გაზს, ურანს და სხვა პროდუქტებს ყიდულობს.
0
0