
რუსეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის მონაწილეობის შეჩერების საკითხზე პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ პაშინიანის განცხადების ყოვლისმომცველ განმარტებებს ელოდებიან.
„ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ერევანი კვლავ რჩება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში, ინარჩუნებს ყველა უფლებას და ეკისრება ვალდებულებები და ველით ყოვლისმომცველ განმარტებებს ორმხრივი არხებით იმის შესახებ, თუ რა დგას ნიკოლ პაშინიანის განცხადებების უკან, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებაში და თავად ორგანიზაციაში „სომხეთის მონაწილეობის შეჩერების“ შესახებ“, - განაცხადეს სამინისტროში.
RIA Novosti-ს ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს სომხეთის ხელისუფლების საყვედურებს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის მანდატით ერევნის მიმართ გათვალისწინებული ვალდებულებების სავარაუდო შეუსრულებლობის შესახებ 2021 და 2022 წლებში რეგიონში მომხდარი ცნობილი მოვლენების დროს და ამასთან ერთად, სინანულით აღნიშნავს ორგანიზაციის ღონისძიებებში ერევნის მონაწილეობის დინამიკის შემცირებას, „რაც აშკარად არ შეესაბამება მეგობარი სომეხი ხალხის ინტერესებს და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანებს“.
„ვიმედოვნებთ, ერევანი მიხვდება, რომ არსებული წუხილი უნდა განიხილებოდეს და გადაწყდეს მშვიდი, სანდო დიალოგით და არა საჯარო სივრცეში ბუტიაობის გამოვლენით", - განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
0
0