23/04/2023
23:29
მსოფლიო
რუსეთში ერთ დღეში სახელმწიფო დუმის ორი დეპუტატი გარდაიცვალა - ორივე, მმართველი პარტიიდან „ეძინაია რასია“. თავდაპირველად, ინფორმაცია გავრცელდა ნიკოლაი ბორცოვის გარდაცვალების შესახებ, ამას კი მოჰყვა ცნობა ჟაშარბეკ უზდენოვის სიკვდილის თაობაზე.
როგორც რუსული სახელისუფლებო გამოცემა ТАСС „ეძინაია რასიას“ ფრაქციის ხელმძღვანელ ვლადიმირ ვასილევზე დაყრდნობით წერს, ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან არჩეული კანდიდატი 56 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
ხოლო რაც შეეხება 77 წლის ნიკოლაი ბორცოვს, რომელიც ლიპეცკის ოლქიდან იყო, ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ ამავე ოლქის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა გაავრცელა და მისი სიკვდილის მიზეზი არ დაუკონკრეტებია.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უზდენოვას, ბორცოვისგან განსხვავებით, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ აღიარების სასარგებლოდ ჰქონდა ხმა მიცემული, რისთვისაც, უკრაინაში მას დაუსწრებლად 15-წლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ხოლო რაც შეეხება ბორცოვს, ის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ რუს დეპუტატად მიიჩნეოდა.
0
0