29/12/2023
15:53
მსოფლიო
ციმბირში, ქალაქ ტომსკის სასამართლომ ნავალნის რეგიონული შტაბის ყოფილ უფროსს, ქსენია ფადეევას "ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნის" ბრალდებით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
31 წლის ფადეევა ნავალნის ტომსკის რეგიონის შტაბის ყოფილი უფროსია, რომელიც 2021 წლის დეკემბერში დააკავეს, მას შემდეგ, რაც მოსკოვის სასამართლომ ნავალვნის პოლიტიკური ორგანიზაცია "ექსტრემისტულად" გამოაცხადა.
ქსენია ფადეევა ნავალნის ერთ-ერთი უკანასკნელი თანამებრძოლია, რომელიც დაკავების რისკის მიუხედავად რუსეთში დარჩა.
სახელმწიფო პროკურატურა სასამართლოზე ფადეევასთვის 10.5 წლის მისჯას ითხოვდა. თავად აქტივისტმა კი უარყო ბრალდება, რომელიც მაქსიმუმ 12-წლიან სასჯელს ითვალისწინებს.
მიმდინარე წლის ივნისში ნავალნის კიდევ ერთი რეგიონული შტაბის კოორდინატორი, ლილია ჩანიშევა დააკავეს, რომელსაც ანალოგიური ბრალდებით 7.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
0
0