
რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკში ცნობილი მსახიობი ნიკიტა კოლოგრივი დააკავეს, რომელმაც რესტორანში დებოში ატეხა და ოფიციანტს უკბინა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
ინციდენტი Tangiers Lounge-ში მოხდა. მთვრალი მსახიობი ოფიციანტ ქალს მკერდზე ხელს ჰკიდებდა და შემდეგ ფეხზე უკბინა. მან ასევე ორი კაცი სცემა, რომლებიც მის დაშოშმინებას ცდილობდნენ.
მსახიობი პოლიციამ დააკავა, სადაც ის მინიმუმ 21 მარტამდე დარჩება. შემდეგ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების დადგენა მოხდება. ამასთანავე, მსახიობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ნიკიტას რესტორანში არაფერი დაუზიანებია და კონფლიქტი „მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე“ მოგვარდება.
კოლოგრივი ნოვოსიბირსკში კინოფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
კოლოგრივი ცნობილია კაშეის როლის შესრულებით სერიალში „კაი ბიჭის სიტყვა“, რომელიც 2023 წელს გამოვიდა და რუსეთი ძალზე პოპულარულია.
0
0