
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, მიხეილ შაყულაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებული განცხადების ავთენტურობას ადასტურებს.
თუმცა ადვოკატი აცხადებს, რომ ინფორმაცია, რომელიც საკუთარ განცხადებას დაურთო ექსპრემიერმა, მას არ მიუტანია.
„მე არ მიმიტანია, მაგრამ ორ ინფორმაციას მოგცემთ სულ: ერთი ის, რომ ვადასტურებ, რომ ბატონი ირაკლის წერილია ეგ, რაც „ფეისბუქში“ გამოქვეყნდა, მეორე ის, რომ უფრო დეტალურად ხვალ გაავრცელებს ინფორმაციას“, - აცხადებს ადვოკატი „ტვ პირველთან“.
შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“.
განცხადებას თან დაურთო მასთან გაგაზავნილი წერილის ტექსტიც.
0
0
19 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
17/08/2026
ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს
17/08/2026