17/01/2025
13:44
მსოფლიო
რუსეთში, ალექსეი ნავალნის 3 ადვოკატს, პატიმრობა მიუსაჯეს.
ადვოკატებს "ექსტრემისტული ორგანიზაციის" წევრობა ედებათ ბრალად. ვლადიმირ ოლქის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა იგორ სერგუნინს (3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა), ალექსეი ლიპცერს (5 წლით თავისუფლების აღკვეთა) და ვადიმ კობზევს (5.5 წლით თავისუფლების აღკვეთა).
სამივე მსჯავრდადებულს პატიმრობის ვადის მოხდის შემდეგ, 3 წლით საადვოკატო საქმიანობა ეკრძალება.
ბრალდების მტკიცებით, ნავალნი ადვოკატების დახმარებით, თავის თანამოაზრეებს რეგულარულად მითითებებს აძლევდა, თავად ნავალნი იმ დროს, კოლონიაში "ექსტრემისტული ორგანიზაციის" ჩამოყალიბებისთვის იხდიდა სასჯელს.
3 ადვოკატიდან ბრალი მხოლოდ სერგუნინმა აღიარა.
ადვოკატების დაცვა ამბობს, რომ დანაშაული არ ჩადენილა და მათი დაცვის ქვეშ მყოფი კლიენტები ნავალნის იურიდიულ და არა პოლიტიკურ დახმარებას უწევდნენ.
0
0