04/12/2023
16:45
მსოფლიო
რუსეთში აბორტები არ აიკრძალება, მაგრამ ეს დემოგრაფიის პრობლემას ვერ გადაჭრის. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ იუწყება.
მე დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი აკრძალვებს, ზეწოლას, და შესაბამის კამპანიას დემოგრაფიის პრობლემას ვერ გადაჭრის. ამ გზით სახელმწიფო არ წავა“, - განაცხადა მატვიენკომ.
მისი თქმით, დაუშვებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა უკანონოდ, იატაკქვეშეთში ხდებოდეს. რუსეთში უკვე აქვს იმის გამოცდილება, როდესაც აბორტები ფარულად,უხარისხოდ ხდებოდა და ამან ქალების სიკვდილიანობის დონე გაზარდა.
მატვიენკოს აზრით, არ შეიძლება ქალებს წაართვან უფლება, რომ გაიკეთონ აბორტი თუ არა. ასევე არჩევანი უნდა იყოს - გაიკეთოს აბორტი კერძო, თუ სახელმწიფო კლინიკებში. სპიკერის თქმით, ორივე ადგილას ერთიანი სტანდარტები მოქმედებს.
ამასთანავე მას მიაჩნია, რომ აბორტის გაკეთება მხოლოდ სამედიცინო მიზეზით უნდა ხდებოდეს ან ქალზე ძალადობის შემთხვევაში. მატვიენკოს აზრით, აუცილებელია დაძაბული რიტორიკის შენელება და ამ საკითხის განხილვა საღი აზრის და პროფესიონალიზმის რანგში გადატანა, რაც შეცდომებს გამორიცხავდა.
ამჟამად რუსეთში აქტიურად განიხილება აბორტების აკრძალვის შესაძლებლობა. საკითხს სახელმწიფო დუმაში იხილავენ. მორდოვიაში და ტვერის ოლქში აბორტები უკვე აკრძალეს, ხოლო თათრეთის რესპუბლიკაში, ასევე კურსკის და ჩელიაბინსკის ოლქებში კერძო კლინიკები აბორტების გაკეთებაზე უარს აცხადებენ.
0
0