20/11/2024
17:08
მსოფლიო
რუსეთსა და უკრაინას შორის სარაკეტო დაძაბულობამ შეიძლება, რეგიონი და მსოფლიო დიდი ომის ზღვარზე მიიყვანოს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდნეტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის რუსეთის სიღრმეში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით შეტევის ნებართვის მიცემა სწორად არ მიაჩნია. ერდოღანის განცხადებით, გადაწყვეტილება შეიძლება განიმარტოს, როგორც ნაბიჯი ომის გასაძლიერებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ის არასოდეს დამთავრდეს ან თუნდაც გავრცელდეს.
„ბაიდენის ეს ნაბიჯი არამხოლოდ კონფლიქტის ესკალაციას, არამედ რუსეთის მხრიდან უფრო დიდ რეაქციას გამოიწვევს. ბატონმა პუტინმა ასევე დაამტკიცა დოქტრინა, რომელიც საშუალებას აძლევს მის ქვეყანას უპასუხოს ბირთვული იარაღით, თუ მას ბალისტიკური რაკეტები დაესხნენ თავს. ამ ყველაფერმა შესაძლოა, რეგიონი და მსოფლიო ახალი და დიდი ომის ზღვარზე მიიყვანოს. მენტალიტეტით „ჩემს შემდეგ წყალდიდობა მოვა“ ვერსად წახვალ. ჩვენი მოლოდინი და სურვილია, რომ უკრაინული და რუსული მხარეები არ დაემორჩილონ პროვოკაციებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და კონცენტრირდნენ მშვიდობაზე. ამ დიდი შეცდომის საფუძველზე დაშვებული მცირედი შეცდომა, პროვოკაციებში ჩავარდნა, დენთის კასრში ცეცხლის ჩაგდებას ჰგავს. ამიტომ ყველას ვურჩევ სიფრთხილეს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
0
0