-share.jpg)
რუსეთის ეკონომიკა მსყიდველობითი უნარის პარიტეტის თვალსაზრისით გახდა პირველი ევროპაში და მეხუთე მსოფლიოში - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შორეული აღმოსავლეთის მეწარმეებთან შეხვედრაზე.
„როგორც ჩანს, ყველა მხრიდან გვახრჩობენ, მაგრამ მთლიანობაში, ეკონომიკის მოცულობით ჩვენ პირველები ვართ ევროპაში. ჩვენ გავუსწარით გერმანიას და დავიკავეთ მეხუთე ადგილი მსოფლიოში: ჩინეთი, აშშ. ინდოეთი, იაპონია, რუსეთი, ევროპაში - ჩვენ ნომერ პირველი ვართ“, - აცხადებს პუტინი.
„მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მხრივ, ჩვენ მთელ ევროპას გავუსწროთ, მაგრამ ერთ სულ მოსახლეზე ჯერ კიდევ უნდა ვეცადოთ. ამიტომ არის აქ რაზეც მუშაობაა საჭირო“, - თქვა მან.
პუტინი არ დაეთანხმა Business Russia-ის თავმჯდომარის, ალექსეი რეპიკის შენიშვნას, რომ იაპონიის ეკონომიკა სავარაუდოდ ჩამოიწერება სიიდან. ”იაპონია, ისევე როგორც მრავალი ევროპული ეკონომიკა, არის მაღალტექნოლოგიური ეკონომიკა”, - განაცხადა მან.
0
0