
"ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია დარწმუნებულია, რომ რუსეთი სოხუმში აეროპორტს სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენებს. ექსპერტი საქართველოს ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ საჭიროა, საქმის კურსში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩააყენონ.
"ეფ ეს ბე"-ს ჯარებთან დაახლოებული კომპანიები აწარმოებენ რეაბილიტაციას ამ აეროპორტის იმისთვის, რომ სანქციების გვერდის ავლა მოხდეს. ეს არის პრინციპული საკითხი, რატომ ხდება გამოყენება სოხუმის აეროპორტის, რადგანაც არ იქნება კონტროლირებადი ის ტვირთები, რაც დაჯება იქ და სხვა მიმართულებითაც შემგდომში გამოძიების წარმოება იქნება ძალიან რთული. მნიშვნელოვანია დღეს საქართველოს მთავრობის მუშაობა ამ კუთხით, პირველ რიგში, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელორუსიის მხარესთან უნდა იმუშაოს და უნდა დაიწყოს გარკვევა შეჩერებასთან დაკავშირებით ამ ჯგუფის, რომელიც გაივლის იქ სწავლებას და მეორე, საერთაშორისო ორგანიზაციები საქმის კურსში უნდა იყვნენ ჩაყენებულები, - ამბობს დავითაია.
პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ინფრსტრუქტურას აფართოებს, "ქართული ოცნება" კი დუმს. ოჩამჩირეში სამხედრო ბაზების მშენებლობის შემდეგ ოკუპანტების სამიზნე ახლა სოხუმია, სადაც სამხდრო აეროდრომის მშენებლობა უკვე დაიწყო, ამ პროცესში კი პუტინის მხადამჭერი ლუკაშნკოა, რომელიც პერსონალს გადაამზადებს.
0
0