24/11/2023
16:48
მსოფლიო
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანმა მოსკოვს მილიონობით დოლარი გადაუხადა იარაღში, მაგრამ არ მიუღია არც იარაღი და არც ფული. ამის შესახებ მან მოქალაქეების ვიდეო კითხვის უპასუხა - იუწყება სომხური გამოცემა News.am.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამჟამად მიმდინარეობს დისკუსიები იმ მექანიზმების შესახებ, რომლითაც ეს პრობლემა შეიძლება მოგვარდეს.
„მაგალითად, ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს სომხეთის ვალებიდან რუსეთში გადახდილი თანხის შემცირება... მაგრამ აქაც თავად რუსეთს სჭირდება იარაღი და ჩვენ მზად ვართ აქ ვიმუშაოთ და იმედი მაქვს, რომ ეს დისკუსიები გაგრძელდება და მოიტანს კონკრეტულ შედეგებს“ - აღნშნა ფაშინიანმა
ცნობისთვის, სომხეთმა უარი თქვა 23 ნოემბერს მინსკში ОДКБ-ს სამიტზე დასწრებაზე. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ერევანი ორგანიზაციის დატოვებას არ აპირებს. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საფარიანმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და ერევანს შორის სამუშაო ურთიერთობები, უთანხმოების მიუხედავად, რჩება.
0
0