ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა მას სამშვიდობო მოლაპარაკებების ადგილად ბელარუსი შესთავაზა.
,,ამ წინადადების მიღება შეუძლებელია. მოლაპარაკებების ყველაზე რეალისტური ადგილებია თურქეთი, შვეიცარია ან ვატიკანი,’’ - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკი მხარს უჭერს დონალდ ტრამპისა და რომის პაპის ლეო XIV-ის ინიციატივას მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვის შესახებ. თუმცა Reuters-ს სამმა რუსმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად განუცხადა, რომ მოსკოვი ვატიკანს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაბამის ადგილად არ განიხილავს, რადგან ის კათოლიციზმის ცენტრია და გარშემორტყმულია იტალიით, რომელიც ნატოს და ევროკავშირის წევრია.
ბელარუსს, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, 1994 წლიდან ალექსანდრე ლუკაშენკო მართავს, რომელსაც ხშირად ევროპის უკანასკნელ დიქტატორს უწოდებენ. ლუკაშენკო ვლადიმერ პუტინის ძლიერ მოკავშირეს წარმოადგენს. ბელარუსმა რუსეთის არმიას ნება დართო, რომ ჩრდილოეთ უკრაინაზე თავდასხმებისთვის მისი ტერიტორია გამოეყენებინა.
0
0