პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის ვიზიტი მოსკოვში უახლოეს მომავალში იგეგმება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ბოგდანოვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა დასძინა, რომ მოსკოვი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ყველა მხარესთან არის კონტაქტში, ისრაელსა და ირანს შორის სიტუაციის ესკალაციის გამო.
6 აგვისტოს მაჰმუდ აბასმა რუსეთში მომავალი ვიზიტის შესახებ განაცხადა, რომლის მიზანია აზრთა გაცვლა მიმდინარე საერთაშორისო მოვლენებზე, პოზიციების კოორდინაცია და ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება. მანვე დასძინა, რომ რუსეთსა და პალესტინას ძლიერი ისტორიული კავშირები აქვთ.
The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანელმა ოფიციალურმა პირებმა მოითხოვეს რუსეთისგან S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემები ისრაელთან შესაძლო პირდაპირი შეტაკებისთვის მოსამზადებლად. ეს მოხდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შოიგუს თეირანში ვიზიტის დროს.
0
0