
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციამ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება გარკვეული ხნის წინ მიიღო. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი შეეცდება, უფრო აქტიურად შეაფერხოს ნებისმიერი ვაჭრობა, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება. თუმცა, როგორც სამინისტრო აღნიშნავს, ვაჭრობის ბლოკადასთან დაკავშირებით მოსკოვის მცდელობები "საფრთხის წინაშე აღმოჩნდება უკრაინული უეკიპაჟო წყალზედა ხომალდებისა და სანაპირო თავდაცვის ფრთოსანი რაკეტებისგან".
მიმდინარე ვაჭრობის შესახებ რუსეთის გაფრთხილებამ დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ, რაც უკრაინამ პირობა დადო, რომ მარცვლეულის ექსპორტის გასაგრძელებლად დროებითი გადაზიდვის მარშრუტს შექმნიდა. დროებითი მარშრუტის დაწესება გამიზნულია, ნაწილობრივ, გაეროს შუამავლობით გაფორმებული საექსპორტო შეთანხმების ჩანაცვლებაზე, რომელიც რუსეთმა უკვე დატოვა.
იმავე დროს, რუსეთმა განმარტა, რომ ქერჩის ხიდზე მომხდარი აფეთქების შემდეგ რეგიონში გემების უსაფრთხოება ვეღარ იქნებოდა უზრუნველყოფილი.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ვარაუდით, რუსეთი აღნიშნულ გადაწყვეტილებას დეზინფორმაციით ნიღბავს და მან, "სავარაუდოდ, ხელშეკრულების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გარკვეული ხნის წინ მიიღო, რადგან ჩათვალა, რომ შეთანხმება აღარ ემსახურებოდა მის ინტერესებს".
0
0