რუსეთმა კიევზე მასშტაბური სარაკეტო შეტევა განახორციელა
20/12/2024
11:23
მსოფლიო
A-
+A
რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე მასშტაბური სარაკეტო შეტევა განახორციელა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაშავებულია შვიდი ადამიანი.
აფეთქებები კიევის რამდენიმე უბანში მოხდა. გოლოსეევსკის რაიონში დაზიანდა საოფისე შენობა, გზის საფარი და გაზსადენი. ცეცხლი ხუთ მანქანას გაუჩნდა.
დნეპრის რაიონში დაუმთავრებელი შენობა დაზიანდა. სოლომენსკოეში შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ნამსხვრევები შევჩენკოს რაიონშიც ჩამოვარდა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დაბომბვის შედეგად გოლოსეევსკის რაიონში გათბობის მაგისტრალი დაზიანდა.
ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, ერთი დაღუპულის შესახებ, თუმცა ეს ცნობა კლიჩკომ უარყო.
გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო შეტევა განხორციელდა რუსეთის სტრატეგიული ავიაციის მიერ.
0
0
103
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%