22/07/2023
09:16
მსოფლიო
"რუსეთმა დღეს კიდევ ორი ბავშვი მოკლა. რუსულმა არტილერიამ დონეცკის ოლქის ტორეცკის თემის სოფელ დრუჟბას დაარტყა. დაიღუპა 2007 წელს დაბადებული გოგონა და 2013 წელს დაბადებული ბიჭი", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი რამ მხოლოდ ,,აბსოლუტურ ბოროტებას შეუძლია".
,,რაკეტა მოხვდა ჩერნიგოვის რაიონის სოფელ გონჩარივსკეში. ორი ქალი დაიღუპა, ნანგრევებად იქცა სკოლა და კულტურული ცენტრი. დღეს რუსული რაკეტები და დრონები კვლავ ბომბავდნენ ოდესას, ჩვენს სამხრეთ რეგიონებს. მთლიანობაში, კვირის დასაწყისიდან, მხოლოდ ოდესის რეგიონში, რუსული ტერორისგან 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. ასეთი დარტყმის განხორციელება მხოლოდ აბსოლუტურ ბოროტებას შეუძლია... იქნება პასუხი", - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
0
0