-share.jpg)
ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, არსებობს ნიშნები, რომ რუსეთი სთხოვს ჩინეთს, ლეტალური დახმარება აღმოუჩინოს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის საწარმოებლად. ამის შესახებ CNN იუწყება.
„ჩვენ არ გვინახავს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ჩინეთი აწვდის ლეტალურ იარაღს რუსეთს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ გარკვეული მინიშნებები, რომ ასეთი მოთხოვნა იყო რუსეთის მხრიდან და რომ ეს საკითხი განიხილება ჩინეთის ხელისუფლების მიერ პეკინში“ - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მან გააფრთხილა ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაწევის შესახებ და განაცხადა, რომ ეს ნიშნავს „არალეგალური ომის მხარდაჭერა“.
სტოლტენბერგის თქმით, ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის ვიზიტი რუსეთში და მისი შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან მოწმობს პეკინსა და მოსკოვს შორის ბოლო წლებში მომხდარ დაახლოებას.
„ჩვენ ვხედავთ, როგორ უახლოვდებიან ჩინეთი და რუსეთი სამხედრო სფეროში - ერთობლივი წვრთნები, ერთობლივი პატრულირება ზღვაში და ჰაერში, ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ და დიპლომატიურ სფეროში. ასე რომ, შეხვედრა მოსკოვში არის ამ ტენდენციის ნაწილი, რომელშიც ჩინეთი და რუსეთი უფრო მჭიდროდ მუშაობენ და აშენებენ უფრო ძლიერ და ძლიერ პარტნიორობას“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.
0
0