23/05/2023
13:45
მსოფლიო
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბელგოროდში პროუკრაინული ჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმების ფაქტზე სისხლის სამართლის ექვსი მუხლით დაიწყო გამოძიება, მათ შორის არის ტერორიზმის მუხლიც.
"რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე, 317-ე, 105-ე, 176-ე, 222-ე, 222.1 მუხლებით (ტერორიზმის აქტი, სამართალდამცველების სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, ქონების მიზანმიმართული დაზიანების ან განადგურების მცდელობა, იარაღისა და ასაფეთქებლების არალეგალური ბრუნვა)," - აღნიშნულია განცხადებაში.
საგამოძიებო კომიტეტი განცხადებაში სამხედრო ჯგუფებს მოიხსენიებს როგორც “უკრაინულ სამხედრო ფორმაციებს” და წერს, რომ ისინი 22 მაისს თავს დაესხნენ ბელგოროდის ოლქის გრაივორნსკის რაიონს. მათივე მტკიცებით, რეგიონში იბომბებოდა საცხოვრებელი შენობები, ადმინისტრაციული შენობები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
რუსი გამომძიებლები ახლა ცდილობენ რომ თავდამსხმელების ვინაობა დაადგინონ.
შეგახსენებთ, რომ ბელგოროდის რეგიონში პროუკრაინული ჯგუფების გამოჩენის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 22 მაის გავრცელდა.
0
0