22/05/2023
20:43
მსოფლიო
„ბელგოროდის ოლქში შემოღებულ იქნა ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ოლქში სპეციალური ზომები და დროებითი შეზღუდვები ამოქმედდა.
გლადკოვმა აღნიშნა, რომ ბელგოროდის საზღვრისპირა სოფლების და გრაივორონის რაიონის მოსახლეობის უმეტესობამ საცხოვრებელი ტერიტორია დატოვა.
ცნობისთვის, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთში დღეს სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი გადავიდა, დილიდან ვრცელდება. მათ საზღვრის გადასვლა საკმაოდ მარტივად შეძლეს და რუსეთის ბელგოროდის ოლქში შევიდნენ. რუსული მხარის ცნობით, მიმდინარეობს ამ დაჯგუფების ლიკვიდაციის ოპერაცია, რომელშიც ავიაციაც მონაწილეობს.
ტელეგრამ-არხები იუწყებიან, რომ უკრაინის მხრიდან შესული დაჯგუფება მძიმე ტექნიკით არის შეიარაღებული, მათ შორის ტანკებით და ქვეითთა საბრძოლო მანქანებით.
მოგვიანებით უკრაინიდან რუსეთში შეიარაღებული ჯგუფის გადასვლა კიევმაც დაადასტურა. როგორც უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა, ოპერაციის მიზანია უკრაინის საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ზოლის შექმნა, რათა უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა მოხდეს.
0
0