14/07/2023
17:17
მსოფლიო
რუსულმა ძალებმა რამდენიმე თვის წინ ბელარუსიდან საკუთარი ქვედანაყოფების გამოყვანა დაიწყეს და ამ დროისთვის, როტაციის ფარგლებში, თითქმის ყველა სამხედრო გაყვანილია, - ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსპიკერმა, ანდრეი დემჩენკომ განაცხადა.
„საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში შემცირდა იმ რუსი ჯარისკაცების რაოდენობა, რომლებიც იმყოფებოდნენ ბელარუსის ტერიტორიაზე, ბელარუსის პოლიგონებზე და ჩართულნი იყვნენ წვრთნებში. ამ მომენტისთვის მორიგი როტაცია განხორციელდა და თითქმის ყველა რუსი სამხედრო ბელარუსის ტერიტორიიდან გაყვანილია“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ რუსეთის ფედერაციის შენაერთები ბელარუსის ტერიტორიაზე კვლავ შეიყვანონ და მომავალში ქვეყანა რუსი სამხედროების საწვრთნელ პოლიგონად გამოიყენონ, მაგრამ ჯერჯერობით მსგავსი მოძრაობები არ დაფიქსირებულა.
0
0