
The Guardian-ის ინფორმაციით, რუსეთმა ავსტრალიის მთავრობა გააფრთხილა, რომ, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციის ფარგლებში, უკრაინაში ჯარების განლაგება ავსტრალიისთვის სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს.
ავსტრალიაში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ კოალიციაში გაწევრიანებას ავსტრალიისთვის "მძიმე შედეგებს მოჰყვება.’’
„რუსეთმა არაერთხელ განმარტა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ყოფნა აბსოლუტურად მიუღებელია. ამიტომ, უკრაინაში დასავლური სამხედრო კონტინგენტების განლაგების იდეა სამშვიდობო ძალისხმევის შეფერხების მიზნით არის მოგონილი. სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოტოვირების მიუხედავად, კანბერა მტკიცედ რჩება ომის მხარეზე იმ ევროპელებთან ერთად, რომლებიც ფსონს დებენ კონფლიქტის გაგრძელებასა და ესკალაციაზე. ავსტრალიისთვის, ე.წ. მოხალისეთა კოალიციაში გაწევრიანება მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ვაფრთხილებთ მათ, ვინც ზემოაღნიშნულ განმარტებას საფრთხედ განიხილავს. რუსეთს არ აქვს განზრახვა ზიანი მიაყენოს ავსტრალიელებს. კანბერა ადვილად აიცილებს პრობლემებს, თუ ის უბრალოდ თავს შეიკავებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში უპასუხისმგებლო ავანტიურიზმისგან’’, - ნათქვამია რუსეთის საელჩოს განცხადებაში.
როგორც ცნობილია, ევროპელი ლიდერების მიერ შექმნილი „ნებისმიერი კოალიციის“ ფარგლებში, ავსტრალიის მთავრობა უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის შესახებ წინადადებას განიხილავს. ჯარები უზრუნველყოფენ ორ ქვეყანას შორის დადებული სამშვიდობო შეთანხმების შესრულებას.
0
0