
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი საუდის არაბეთში ჩავიდნენ, სადაც რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.
საუდის არაბეთში გამგზავრებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრის შესახებ შეთავაზება ამერიკული მხარისგან მიიღეს. ლავროვის განცხადებით, შეხვედრის შედეგებს ქვეყნის ლიდერებს გადასცემენ, შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი მიიღებენ გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ.
რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა საუდის არაბეთის დედაქალაქში სავარაუდოდ 18 თებერვალს გაიმართება. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ის დელეგაციაში არიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
0
0