
„რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა იაპონიის ზღვაში იმიტირებულ სამიზნეზე ზებგერითი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები გაუშვა,“ - ასეთი განცხადება გაავრცელა ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „მოსკიტის“ (Moskit) ტიპის ფრთოსანი რაკეტები წყნარი ოკეანის ფლოტის სარაკეტო გემებიდან გაუშვეს: „ორმა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტამ წარმატებით გაანადგურა სამიზნე, რომელიც დაახლოებით 100 კმ მანძილზე მდებარეობდა“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
P-270 („მოსკიტი“) საბჭოთა წარმოების საშუალო დისტანციის ზებგერით ფრთოსან ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტას წარმოადგენს, რომელსაც გემის განადგურება 120 კმ მანძილზე შეუძლია. ერთი კვირის წინ კი, ბირთვული იარაღის მზიდუნარიანი რუსული ბომბდამშენები იაპონიის ზღვის სივრცეში შვიდ საათზე მეტი ხნის განმავლობაში დაფრინავდნენ, რაც მოსკოვის თქმით, "გეგმური ფრენა იყო".
0
0