26/12/2024
13:29
მსოფლიო
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რუსეთი ვერ ხედავს აზრს ომის დასასრულებლად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ,,სუსტი შეთანხმების“ გაფორმებაში, თუმცა მოსკოვს სურს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადება გრძელვადიანი მშვიდობისთვის.
,,ზავი არის გზა, რომელიც არსად მიდის", - თქვა ლავროვმა და დასძინა, რომ მოსკოვი ეჭვობს, რომ ასეთ ,,სუსტ’’ ზავს მხოლოდ დასავლეთი გამოიყენებს უკრაინის ხელახალი შეიარაღებისთვის.
„ჩვენ საბოლოო სამართლებრივი შეთანხმებები გვჭირდება, რომლებშიც დაფიქსირდება ყველა პირობა რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და, რა თქმა უნდა, ჩვენი მეზობლების ლეგიტიმური უსაფრთხოების ინტერესებიც. მოსკოვს სურს, რომ იურიდიული დოკუმენტები ისე იყო შედგენილი, რომ შეუძლებელი იყოს შეთანხმებების დარღვევა“, - განაცხადა ლავროვმა.
როგორც Reuters-ს ორმა წყარომ განუცხადა, ტრამპის მიერ დანიშნული ელჩი უკრაინაში, ყოფილი გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი, იანვრის დასაწყისში, კიევსა და ევროპის რამდენიმე სხვა დედაქალაქში გაემგზავრება, რადგან აშშ-ის მომავალი ადმინისტრაცია რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფად დასრულებას ცდილობს.
"ნამდვილად მაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, მათ შორის, კელოგი, ჩაერთვება კონფლიქტის ძირეულ მიზეზებში. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ კონსულტაციებისთვის", - განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს უკრაინასთან ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმებით - ლავროვი

0
0