რუსეთის სიმხეცე კრამატორსკში, ენით აღუწერელი ხოცვა, კაცობრიობის ისტორიაში ბნელ ფურცლად დარჩება - ზურაბიშვილი
08/04/2022
18:28
პოლიტიკა
A-
+A
რუსეთის სასტიკი სიმხეცე კრამატორსკში, ენით აღუწერელი ხოცვა არის ადამიანის უფლებების დარღვევა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მისივე თქმით, ასეთი ძალადობა კაცობრიობის ისტორიაში ბნელ ფურცლად დარჩება.
„ამგვარი ძალადობა დარჩება ბნელ ფურცლად კაცობრიობის ისტორიაში. ჩადენილია კაცობრიობის წინააღმდეგ ძალიან ბევრი დანაშაული. დიდება უკრაინას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე რუსეთის ძალებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. უკრაინული მედიის ცნობით, იერიშის შედეგად დაიღუპა 30 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.
0
0
336
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%