აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის მუშაობა, შესაძლოა, მიმდინარე წელს დაიწყოს - განუცხადა „რია ნოვოსტის“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ.
„სამშენებლო სამუშაოები ოჩამჩირას ყურეში, სადაც რუსეთის საზღვაო ძალების გემების მუდმივი ბაზა განთავსდება, ჯერ არ დაწყებულა, ამ ეტაპზე მხოლოდ დაპროექტებულია. თუმცა, მისი ოპერირება შესაძლოა, წელს დაიწყოს. თუმცა, გაშვების ზუსტი დროის დასახელება არ შემიძლია. ეს იქნება საბაზისო წერტილი, ასე რომ, ეს გაწერილია შეთანხმებაში“, - თქვა მან.
შამბას თქმით, აფხაზეთში რუსული გემებისთვის ბაზის მშენებლობა ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების სულისკვეთებას შეესაბამება.
„რუსეთმა აიღო ვალდებულებები აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჩვენ ვხედავთ, როგორ სრულდება ისინი, 2008 წლიდან ზღვაზე გემების დაკავების ინციდენტი არ გვქონია, სასაზღვრო ზონაში ვითარება მშვიდია. შეთანხმებით, აფხაზურ მხარესაც აქვს ვალდებულებები და ჩვენც ვასრულებთ“, - აღნიშნა შამბამ.
0
0