(1)-share.jpg)
რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიიდან სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა მიხეილ მატვეევმა წარმოადგინა ინიციატივა, მოხდეს დიასპორების გაიგივება „უცხოურ აგენტებთან“ და აიკრძალოს ეროვნულ-ეთნიკური გაერთიანებების უცხოური დაფინანსება. ასეთი ნორმები შედის მის მიერ შემუშავებული ეროვნული კულტურული ავტონომიების შესახებ კანონის ახალ რედაქციაში.
მიხაილ მატვეევი მიიჩნევს, რომ რუსეთში იზრდება იმ ეროვნების რიცხვი, რომლებსაც აქვთ საკუთარი სახელმწიფოები და მათ დაიწყეს ეროვნული კულტურული ავტონომიების გამოყენება, როგორც „მიგრანტების სტრუქტურების რეგისტრაციის იურიდიული ფორმისა“. ეს პროცესი, როგორც მან თქვა, „გრძელვადიან პერსპექტივაში დესტრუქციული ხასიათისაა რუსეთისთვის“. მატვეევის ინიციატივა უკვე გააკრიტიკეს მისმა კოლეგებმა.
0
0
კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
20/08/2026