
მოსკოვის მახლობლად მდებარე სპორტულ კლუბში, შაბათ-კვირას, 70 მამაკაცი და ქალი გამოცხადდა ავტომატებით წვრთნისთვის. ისინი მზად არიან რუსეთ-უკრაინის ომში საბრძოლველად.
მოქალაქეებს უფასო გაკვეთილებს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ელიტარული სპეცრაზმის დირექტორატ "A"-ს ყოფილი კაპიტანი, ილია შადრიკოვი, AK74 და AK103 ტიპის კალაშნიკოვის ავტომატებით უტარებს.
„იცით, ჩვენ აქ სათამაშოებით არ ვთამაშობთ. როდესაც რუსეთს „ქარიშხალი უახლოვდება“, რუსი ხალხი ერთიანდება“, - აღნიშნა შადრიკოვმა.
კედელზე სამიზნედ ადოლფ ჰიტლერის სურათები იყო მიმაგრებული. იარკოპოლკის სპორტული დარბაზის შესასვლელთან ვლადიმერ პუტინის გიგანტური სურათია აღმართული. ბავშვის მიერ შესრულებულ ნახატზე ასევე ნაჩვენებია რუსული დათვი, რომელიც უკრაინის გამო „ბიძია სემს“ და ევროკავშირს ებრძვის. ვიდეოებში ჩანს ადამიანები, რომლებიც პოპულარული სიმღერის ტექსტს იმეორებენ: „გეშინოდეთ - ჩვენ, რუსები, მოვდივართ“.
0
0