
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის სოფელ კირბალთან გამყოფ ხაზზე მკვლელობის საკითხი განიხილა.
„საქართველოს მოქალაქეების მიერ სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბოლოდროინდელი ინციდენტის ფონზე, ხაზი გაესვა თანათავმჯდომარეების უფრო ენერგიულ მუშაობის აუცილებლობას ოფიციალურ თბილისთან, რათა თავიდან იყოს აცილებული ახალი გამწვავებები საქართველო-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ზონაში. ადგილზე უსაფრთხოების განმტკიცების მცდელობის კონტექსტში, რუსულმა მხარემ კვლავ გაამახვილა ყურადღება ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შემუშავების მნიშვნელობაზე სოხუმსა და ცხინვალს შორის. მეორე, ასევე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება მათი შემდგომი დემარკაციის გზით“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ასევე განმარტებულია, რომ საუბრის მთავარი თემა იყო დეკემბრის დასაწყისში დაგეგმილი ჟენევის დისკუსიების შემდეგი რაუნდისთვის მომზადება.
0
0