
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, მიხაილ გალუზინსა და გიორგი ზურაბაშვილს შორის შეხვედრა მინსკში, „განახლებული პირდაპირი რუსულ-ქართული დიალოგის ფარგლებში“ შედგა.
"19 ნოემბერს მინსკში, განახლებული პირდაპირი რუსულ-ქართული დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მ. იუ. გალუზინი შეხვდა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს გ. ზურაბაშვილს.
"გაიმართა საფუძვლიანი აზრთა გაცვლა ორმხრივი ურთიერთქმედების აქტუალურ საკითხებზე, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ თანამშრომლობაზე აქცენტით. მიღწეულ იქნა რიგი პრაქტიკული შეთანხმებები.
განხილულ იქნა რეგიონული უსაფრთხოების პრობლემატიკა.
ორივე დელეგაციის ხელმძღვანელმა მადლიერება გამოხატა ბელარუსული მხარის მიმართ რუსულ-ქართული შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული ხელშეწყობისთვის.
მხარეები შეთანხმდნენ კონტაქტების გაგრძელებაზე რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე."- ნათქვამია ინფორმაციაში.
0
0