15/06/2023
16:27
პოლიტიკა
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დარწმუნებულია, რომ პუტინი მხოლოდ უკრაინაზე არ შეჩერდება და მის გეგმებში სხვა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაკავებაც შედის. სწორედ ამიტომ, შოლცის თქმით, აუცილებელია ომის დასრულების შემდეგ, უკრაინის უსაფრთხოების კონკრეტულ გარანტიებზე საუბარი.
"რუსეთის პრეზიდენტს აშკარად სურს გადაყლაპოს ზოგიერთი მეზობელი ტერიტორია: მას აქვს ასეთი გეგმა უკრაინასთან მიმართებთ და სავსებით ნათელია, რომ მას აქვს ასეთივე გეგმა ბელარუსთან მიმართებითაც", - თქვა შოლცმა პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, უკრაინის ომის "გაყინულ კონფლიქტად" გადაქცევაზე საუბარი არ უნდა იყოს.
შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა იქამდე, სანამ ეს საჭიროა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს მხარდაჭერა გაგრძელდება.
0
0