
საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ სიახლეებს თვალი ადევნონ არა იქიდან, არამედ მოსკოვიდან, სადაც რუსული პოზიცია ყალიბდება.
„მთავარი სიახლე ჩვენთვის აქედან მოვა. რუსეთის ფედერაციის პოზიციის ჩამოყალიბება არ ხდება საზღვარგარეთ გარკვეული შეთანხმებების, ან ზოგიერთი მხარის ძალისხმევის ხარჯზე. რუსეთის ფედერაციის პოზიციის ფორმირება ხდება რუსეთის ფედერაციის ფარგლებში“, - განაცხადა ზახაროვამ რადიო Sputnik-ის ეთერში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკების შედეგებზე საუბრისას.
როგორც ცნობილია, სამშაბათს, 11 მარტს, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინული მხარე დათანხმდა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის დაუყოვნებლივ შემოღებას, თუ რუსეთიც ასეთ ნაბიჯს გადადგამს.შეერთებული შტატები კი აღადგენს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას და განაახლებს სამხედრო დახმარების მიწოდებას.
ასევე წაიკითხეთ:
"ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა" - მარკო რუბიო აშშ-უკრაინის შეხვედრის შემდეგ
უკრაინა დათანხმდა აშშ-ის წინადადებას, ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის შესახებ
უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის, სრული სიმართლის დროა - ვოლოდიმირ ზელენსკი
0
0