
დემოკრატია დაუმსახურებლად არ მოდის, ეს მუდმივი სამუშაოა პროგრესისკენ და დემოკრატიის უკუსვლის რისკი რეალურია. სწორედ ამიტომ, ჩვენ თითოეულ წევრ ქვეყანაში ყოველწლიურად ვახორციელებთ მონიტორინგს კანონის უზენაესობის მდგომარეობის შესახებ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რეიკიავიკის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობა უდიდეს როლს თამაშობს დემოკრატიისთვის მუშაობაში.
„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის ფონზე. რუსეთი უარს ამბობს, აღიაროს უკრაინელების დემოკრატიული უფლება, თავად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი. რუსეთის თავდასხმა ეწინააღმდეგება იმ ყველაფერს, რასაც ევროპის საბჭოში ვიცავთ. ეს არის თავდასხმა მთავარი პრინციპების წინააღმდეგ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ გავაერთიანეთ ძალები, რათა დავიცვათ, განვავითაროთ, განვამტკიცოთ დემოკრატია. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ. დამნაშავე პასუხისგების წინაშე უნდა წარდგეს, ამიტომ ზარალის აღრიცხვას შეუძლია და შეასრულებს მნიშვნელოვან როლს, მაგრამ დემოკრატიის გაძლიერება, რა თქმა უნდა, სახლში იწყება. დემოკრატია დაუმსახურებლად არ მოდის, ეს მუდმივი სამუშაოა პროგრესისკენ და დემოკრატიის უკუსვლის რისკი რეალურია. სწორედ ამიტომ, ჩვენ, როგორც ევროკავშირი, თითოეულ წევრ ქვეყანაში ყოველწლიურად ვახორციელებთ მონიტორინგს კანონის უზენაესობის მდგომარეობის შესახებ. ასევე წარვადგინეთ ახალი ინიციატივები ყველა მოქალაქის თანასწორობასთან დაკავშირებით, კორუფციის ახალი რეგულაციები დასაძლევად და პირველად, მედიის თავისუფლების აქტი. ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობა უდიდეს როლს თამაშობს დემოკრატიისთვის მუშაობაში. მინდა, დავადასტურო ევროკავშირის განზრახვა, რაც შეიძლება სწრაფად შეუერთდეს ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას. ჩვენ გვინდა, გავაძლიეროთ ჩვენი გაერთიანების დემოკრატიული საფუძველი ისე, როგორც არასდროს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ომის ფონზე გასული წელი გახდა გარდამტეხი მრავალი ქვეყნისთვის ევროკავშირისკენ გზაზე.
„რუსეთის ომის ფონზე, გასული წელი გახდა გარდამტეხი მომენტი მრავალი ქვეყნისთვის ევროკავშირისკენ გზაზე, დასავლეთ ბალკანეთიდან დაწყებული, უკრაინამდე, მოლდოვასა და საქართველომდე. მტკიცედ ვდგავართ ერთად, შესაბამისად, ვხედავ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესაძლებლობას ევროკავშირს, ევროპის საბჭოსა და თითოეულ კანდიდატ ქვეყანას შორის, რათა ევროპული დემოკრატიის ამბის წერა გაგრძელდეს უკრაინასა და ნებისმიერგან ჩვენს კონტინენტზე“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
0
0
მოიგე 2 კაციანი საგზური FORMULA 1-ზე ბაქოში
09/06/2026