06/12/2022
13:39
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ, ყოველგვარი იმედი გააქარწყლა, რომ მოსკოვი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლს დათმობს; რამდენიმე დღის წინ კი, გაეროს ატომური უწყების ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ, განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცვის საკითხზე რუსეთთან და უკრაინასთან წლის ბოლომდე მიაღწევენ შეთანხმებას.
როგორც მარია ზახაროვამ განაცხადა, „ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის კონტროლიდან გასვლაზე ან მასზე კონტროლის რომელიმე „მესამე მხარისთვის“ გადაცემაზე საუბარიც არ შეიძლება.“
„ატომური ელექტროსადგური, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდია, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და მას სრულად აკონტროლებს რუსეთი. მხოლოდ ჩვენ შევძლებთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ფიზიკური და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, - აღნიშნა ზახაროვამ.
ატომური ელექტროსადგური რუსეთის კონტროლის ქვეშ მარტის დასაწყისში მოექცა, რამაც გამოიწვია დასავლეთის შიში ბირთვულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
0
0