
ბურკინა-ფასოს პრეზიდენტის იბრაჰიმ ტრაორეს განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის ჯარები დასავლეთ აფრიკის ქვეყანაში ჯიჰადისტებთან საბრძოლველად განლაგდებიან.
,,რუსეთი გვთავაზობს ლოჯისტიკურ და ტაქტიკურ წვრთნას და მზად არის, ბურკინა ფასოს მიჰყიდოს ნებისმიერი იარაღი, რომელსაც მოვითხოვთ. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, არ არსებობს შეზღუდვები იმაზე, თუ რა შეიძლება შევიძინოთ რუსეთისგან, ჩინეთისგან, თურქეთისგან ან ირანისგან,“ - განაცხადა ინტერვიუში იბრაჰიმ ტრაორემ.
გასულ კვირას, 100-მდე რუსი მებრძოლი აფრიკის ქვეყანაში სამხედრო ინსტრუქტორების მისიით გაიგზავნა. როგორც BBC-ი წერს, იზრდება სპეკულაცია იმის შესახებ, რომ ბურკინა-ფასო რუსეთთან, უსაფრთხოების მიზნით, კავშირებს გააღრმავებს.
ბურკინა-ფასო ისლამისტურ დაჯგუფებებს ებრძვის, რომლებიც დაკავშირებულია ალ-ქაიდასთან და ,,ისლამურ სახელმწიფოსთან“.
0
0