-share.jpg)
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იშვიათად არის გულახდილი, თუმცა ზოგჯერ კრემლის ლიდერი საზოგადოებას თავისი აზრების გაგებას უმარტივებს.
ასეთი შემთხვევა იყო ხუთშაბათს, როდესაც პუტინი ახალგაზრდა რუსი მეწარმეების ჯგუფს შეხვდა. პუტინის სიტყვები თავისთავად იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინაში მისი მიზანი მხოლოდ რუსეთის, როგორც იმპერიული ძალის, აღდგენაა.
ბევრი ექსპერტის აზრით, პუტინის ერთ-ერთი ყველაზე პროვოკაციული სვლაა, როდესაც ის საკუთარ თავს ადარებს პეტრე დიდს, რუსეთის მეფეს, სანქტ-პეტერბურგის - პუტინის მშობლიური ქალაქის დამაარსებელს, რომელიც ხელისუფლებაში მე-17 საუკუნის ბოლოს მოვიდა და რუსეთის მოდერნიზაცია განახორციელა.
”პეტრე დიდი ჩრდილოეთის დიდ ომს 21 წლის განმავლობაში აწარმოებდა”, - თქვა პუტინმა, მშვიდად და აშკარად თვითკმაყოფილმა.
„ერთი შეხედვით, [პეტრე დიდი] შვედეთთან ომში იყო ჩაბმული და მას რაღაცას ართმევდა... სინამდვილეში, კი არაფერს ართმევდა, უკან უბრუნებდა. როდესაც პეტრე დიდმა ახალი დედაქალაქი დააარსა, არცერთმა ევროპულმა ქვეყანამ აღიარა ეს ტერიტორია რუსეთის ნაწილად; მას ყველა შვედეთის ნაწილად თვლიდა. თუმცა, უხსოვარი დროიდან, ფინო-ურიკ ხალხებთან ერთად, იქ სლავები ცხოვრობდნენ და ეს ტერიტორია რუსეთის კონტროლის ქვეშ იყო. იგივე შეიძლება ითქვას დასავლურ მიწებზე, ნარვაში მის პირველ ლაშქრობებზე. რატომ წავიდა იქ? ის ამ ტერიტორიებს აფართოებდა და აძლიერებდა“, - განაცხადა პუტინმა.
უკრაინაში რუსული არმიის შეჭრაზე საუბრისას, პუტინმა დასძინა: „აშკარად, ჩვენი ხვედრი იყო უკრაინაში დაბრუნება და მისი გაძლიერებაც“.
პუტინის კომენტარები სწრაფადვე დაგმეს უკრაინელებმა, რომლებმაც პუტინის იმპერიული ამბიციები შიშველ აღიარებად შეაფასეს.
„უკრაინული მიწის მიტაცების შესახებ პუტინის აღიარებით და საკუთარი თავის პეტრე დიდთან შედარებით, დასტურდება, რომ „კონფლიქტი“ უკრაინასთან კი არ ყოფილა, არამედ ეს იყო მხოლოდ ქვეყნის სისხლიანი დაპყრობა ხალხის გენოციდის მოგონილი საბაბით. ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ [რუსეთის] იმიჯის გადარჩენაზე, არამედ მის დაუყოვნებელ დეიმპერიალიზაციაზე", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა Twitter-ზე.
0
0