04/05/2023
14:05
მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი ჟურავლიოვი უკრაინული დრონებისგან დასაცავად არწივების გამოყენების ინიციატივით გამოვიდა. ასევე, მისი თქმით, მოსკოვმა კიევს მკაცრი პასუხი უნდა გასცეს. ამის შესახებ dzen.ru იუწყება.
„კიევის ცენტრს დამიზნებით უნდა ვესროლოთ. გავანადგუროთ პრეზიდენტის ოფისი, გავანადგუროთ უმაღლესი რადის შენობა, გენერალური შტაბი, სპეცსამსახურების შენობა. ჩვენი ობიექტების დასაცავად ყველა აუცილებელი ზომა უნდა მივიღოთ, მათ შორის შევქმნათ არწივების ესკადრილია, რომლებიც კრემლთან და სხვა ადგილებში დრონებს გაანადგურებენ“ - განაცხადა ჟურავლიოვმა.
რუსმა დეპუტატმა ასევე დაამატა, რომ კრემლზე უკრაინული უპილოტო აპარატების შეტევას ის პირად შეურაცხყოფად აღიქვამს.
3 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ დრონებით კრემლზე შეტევა განახორციელა. შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა. კიევი ამ ფაქტთან კავშირს უარყოფს.
0
0