22/06/2023
14:12
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ოპერატიული შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ახლა რუსეთის შეიარაღებული ძალები ვერ ხედავენ ახალი მოხალისეების გადაბირების აუცილებლობას.
შოიგუს თქმით, 1300-ზე მეტი ადამიანი აფორმებს კონტრაქტს თავდაცვის სამინისტროსთან დღე-ღამეშიში, ანუ მისი ინფორმაციით, რუსეთში ყოველდღე თითო სამხედრო პოლკი დგება.
„საშუალოდ, დღეში, 1,336 ადამიანი აწერს ხელს რუსეთის შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო სამსახურს, ფაქტობრივად, ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ პოლკს”, - თქვა შოიგუმ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა დასძინა, რომ მოხალისეები 8 პოლიგონზე სწავლობენ, მათთან ერთად 600-ზე მეტი ინსტრუქტორი მუშაობს.
გარდა ამისა, შოიგუმ აღნიშნა, რომ ყველაზე მაღალი მოტივაცია მოხალისეებს შორის არის.
0
0