-share.jpg)
მოსკოვმა, „ჰამასი“ და პალესტინის სხვა დაჯგუფებები, მათ შორის ,,ფათაჰი“, ღაზა-ისრაელის ომთან დაკავშირებით და ახლო აღმოსავლეთის სხვა საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის მიიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, „პალესტინისთაშორისი“ მოლაპარაკებები 29 თებერვლიდან გაიმართება.
"მოლაპარაკებებისთვის მოვიწვიეთ პალესტინის ყველა წარმომადგენელი - ყველა პოლიტიკური ძალა, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის სირიაში, ლიბანში და რეგიონის სხვა ქვეყნებში, საკუთარი პოზიციები აქვთ", - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ ბოგდანოვმა.
როგორც BBC-ი წერს, რუსეთი, რომელიც, წლების განმავლობაში, რეგიონის ყველა მთავარ მოთამაშესთან კარგი ურთიერთობების დამყარებას ცდილობს, ღაზაში მიმდინარე კონფლიქტის გამო, ისრაელსა და მის დასავლელ მხარდამჭერებს კიდევ უფრო მეტად აკრიტიკებს.
0
0